ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

“აიდა”, ვერდის შედევრი იტალიელი მომღერლების შესრულებით

“აიდა” თბილისში 140 წლის შემდეგ. ვერდის უკვდავი შედევრი, რომელიც თბილისში პირველად 1877 წელს შესრულდა, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაბრუნდა. დიდი იტალიელი რეჟისორის ფრანკო ძეფირელის რეჟისურა, სტეფანო ტრესპიდის დადგმა და ანა ანის კოსტუმები. “აიდას” ამ ვერსიას, რომელიც პირველად დიდი კომპოზიტორის გარდაცვალების 100 წლისთავთან დაკავშირებით ვერდის მშობლიური ქალაქის პატარა თეატრში დაიდგა, თბილისში უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. მქუხარე აპლოდისმენტები მაესტრო მარკო ბოემის, რომელმაც ოპერის თეატრის ორკესტრს არაჩვეულებრივად უდირიჟორა, და ბრწყინვალე სოლისტებს, მათ შორის, სახელგანთქმულ იტალიელ მომღერლებს ჯაკომო პრესტიას, მატია დენტის, ჯულიო ბოსკეტისა და ფილიპო მიკალეს. თბილისში პირველად განხორციელებულმა ამ დიდებულმა საოპერო წარმოდგენამ მოაჯადოვა საუკეთესო შემსრულებლების ხმებით განებივრებული ქართველი მსმენელი. ჩვენც, თქვენთან ერთად აღვნიშნავთ იტალიური დადგმის თბილისურ წარმატებას და ვისურვებთ, რომ ამ სპექტაკლს სხვა უამრავი შესანიშნავი დადგმა მოჰყვეს.

aida poster