ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

“ფუკოს ქანქარა”, სინამდვილესა და ილუზიას, გონებასა და წარმოსახვას შორის

“ფუკოს ქანქარა”, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის, ბრწყინვალე იტალიელი ლიტერატორის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის, უმბერტო ეკოს რომანი, ახლა უკვე ქართულ ენაზეც – არ გამოგრჩეთ ხათუნა ცხადაძის არაჩვეულებრივი თარგმანი, რომელიც გამომცემლობა “დიოგენემ” დაბეჭდა ჩვენი საელჩოს მხარდაჭერითა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იტალიური მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის სხვა ენებზე თარგმნასა და გავრცელებაში.
1988 წელს გამოქვეყნებული რომანი ნამდვილი თავსატეხია, რომელიც აწყობილია უამრავი მინიშნებისგან ეზოთერულ მეცნიერებებზე, საიდუმლო საზოგადოებებსა და შეთქმულებებზე. “ადამიანები ვერ იტანენ აზრს, რომ ყველაფერი შემთხვევით, შეცდომით შეიქმნა, ოთხი უთავბოლო ატომის ერთმანეთთან შეჯახებით. ამიტომ სჭირდებათ კოსმიური შეთქმულება ღმერთის, ანგელოზების, ეშმაკების მონაწილეობით”, – წერს ეკო და მკითხველს მოუთხრობს მილანის ერთ-ერთი გამომცემლობის სამი რედაქტორის ამბავს და მათ მიერ თავიდან თამაშ-თამაშ შექმნილი მისტიფიკაციის ისტორიას, რომელიც ამ უწყინარი გასართობიდან ნელ-ნელა სახიფათო ილუზიაში გადაიზრდება და ტრაგიკულად დასრულდება.
“ფუქოს ქანქარა” უამრავი შრისგან შედგება, მასში თითქოს სხვადასხვა წიგნებია თავმოყრილი: დეტექტივი, სათავგადასავლო რომანი, ისტორიული ფაქტებითა და მითებით სავსე რეპორტაჟი. ამაღელვებელი, პროვოკაციული, დასაფიქრებელი და უსათუოდ წასაკითხი ლიტერატურა.

il pendolo di foucault copertina