Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ვიზალიბერალიზაცია. განხორციელებული რეფორმების აღიარება. ამ ახალი ინსტრუმენტის სწორად გამოყენების პასუხისმგებლობა

თარიღი:

28/02/2017


ვიზალიბერალიზაცია. განხორციელებული რეფორმების აღიარება. ამ ახალი ინსტრუმენტის სწორად გამოყენების პასუხისმგებლობა

2017 წლის 27 თებერვალი, მნიშვნელოვანი დღე. დღე, როდესაც ევროპის საბჭომ საქართველოს სასარგებლოდ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამავდროულად აამოქმედა შეჩერების მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სხვა მინისტრების, საქართველოს პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან და ამ პროცესში ჩართული ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად - მედიის თანდასწრებით - საზეიმოდ აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი მომენტი. “ვიზალიბერალიზაცია ეს არის საქართველოს და განსაკუთრებით კი, ქართველი ხალხის მიერ გაწეული უდიდესი შრომის, გამოვლენილი სიმტკიცის, პასუხიმგებლობისა და სერიოზულობის აღიარება. მოხარული ვარ, რომ ახალი რეგულაცია ძალაში შევა ჩვენს დედაქალაქში 25 მარტს დაგეგმილი ევროპის ქვეყნების სამიტის დამთავრებისთანავე, რომელიც რომის ხელშეკრულებების 60 წლისთავს მიეძღვნება და ასევე, ევროკავშირის მომავალზე იმსჯელებს. საქართველოს ენთუზიაზმი და მისი მისწრაფება ევროპისაკენ დადასტურებაა იმ დიდი ფასეულობისა, რომელსაც ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს.
ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ გააძლიერებს საქართველოს უკვე არსებულ ღრმა კავშირებს ევროპასთან და კერძოდ, იტალიასთან. ჩვენი ქვეყანა ქართველებისათვის ყველაზე სასურველ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამავდროულად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია“ - აღნიშნა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გამოსვლისას იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ. ამ ღონისძიების დროს ნაჩვენები იქნა ვიზალიბერალიზაციის შესახებ მომზადებული საინფორმაციო კამპანია (Video1, Video2), რომელიც მრავალ თვეს გასტანს და საქართველოს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას მოგზაურობის ახალ პროცედურებზე (რა შემთხვევაში რჩება ვიზის აუცილებლობა, საჭირო საბუთების ჩამონათვალი, შესაძლო კონტროლი).
ხშირად დასმული კითხვებისა და პასუხების სანახავად დააჭირეთ აქ.
იხილეთ, ასევე, ჩვენს Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატია.


geo 270217 21

geo 270217 20


ადგილი:

Tbilisi

895