Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

Made in Italy-ს კრეატიულობის აღსანიშნავად ჯუჯაროს მიერ თბილისში დაარსებულ დიზაინის სკოლაში

თარიღი:

24/02/2017


Made in Italy-ს კრეატიულობის აღსანიშნავად ჯუჯაროს მიერ თბილისში  დაარსებულ დიზაინის სკოლაში

იტალიური დიზაინის უაღრესად საინტერესო პრეზენტაცია და ექსკურსი წარსულში: ერნესტო როჯერსის "Domus"-დან დ'ასკანიოს "Vespa"-მდე, პალავიჩინოს "Lambretta"-დან ჯაკოზას "500"-მდე, "Pininfarina-ს "Berlinetta", ნიცოლის "Olivetti", ჯიო პონტის "La Pavoni", ძმები კასტილიონების სანათი "Arco" და აულენტის სკამები. სოტსასის ავარგარდული მანერა, მენდინის "Alchimia" (სხვადასხვა ტექნიკის შერევა, როგორც რეაქცია ფორდიზმზე), "Memphis"-ს ჭრელი პოპ-სტილი, სტეფანო ჯოვანონის დეკორატიული "ნივთი-სათამაშოები", მილანის ტრიენალესა და მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენის ხიბლი. დიზაინის საერთაშორისო სკოლის დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნიკოლოზ შავიშვილის არაჩვეულებრივი მოხსენება.


design memphis

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სკოლა იტალიური დიზაინის თვალსაჩინო ფიგურის, ჯორჯეტო ჯუჯაროს მხარდაჭერით გაიხსნა. "პირველი იტალიელი დიზაინერი ლეონარდო და ვინჩი გახლდათ. იტალიურმა კრეატიულობამ რენესანსული სახელოსნოების სული შეინარჩუნა: ეს არის ნიჭის, ხელოსნობისა და ტექნოლოგიების უბადლო ნაზავი", - აღნიშნა შესავალ სიტყვაში ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ. ელჩმა ჯილდოები გადასცა საუკეთესო ლოგოს შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს (ერთ-ერთი ლოგო იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების სიმბოლო იქნება, მეორე კი, ორი ქვეყნის მეგობრობის აღმნიშვნელი, სიმპათიური და ორიგინალური "სმაილია").

design flos


მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან ვიდეოკავშირის მეშვეობით, ქართველმა სტუდენტებმა ღონისძიების სტუმრებს საკუთარი შთაბეჭდილებები უამბეს Erasmus-ის პროგრამაზე, ქალაქსა და უნივერსიტეტზე. ღონისძიება გაიმართა იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, დიზაინის საერთაშორისო სკოლასთან (IDS), დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრთან ერთობლივად. 2 მარტს "იტალიური დიზაინის დღის" აღნიშვნას საფუძველი ჩაუყარა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ, Triennale di Milano-სთან ერთად.


design corradino


 
ტვ იმედი - სიუჟეტი, 22.02.2017


ადგილი:

Tbilisi

893