Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ორმაგი ხარისხის დიპლომი, ბოკონის მენეჯმენტის სკოლა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA: მომავალი საჯარო სექტორის მენეჯერთა აღსაზრდელად

თარიღი:

27/02/2017


ორმაგი ხარისხის დიპლომი, ბოკონის მენეჯმენტის სკოლა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA: მომავალი საჯარო სექტორის მენეჯერთა აღსაზრდელად

ბოკონის მენეჯმენტის სკოლა საქართველოში მომავალი მმართველი გუნდის საგანმანათლებლო პარტნიორი გახდა. მილანის უნივერსიტეტის ბოკონის მენეჯმენტის სკოლასა და პრესტიჟულ, არაერთი ლიდერის აღმზრდელ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ GIPA-ს შორის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა ორმაგი ხარისხის დიპლომის გასაცემად. ხელმოწერის ცერემონია საერთაშორისო კონფერენციის “ეფექტური მმართველობა: დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა საგანმანათლებლო საქმიანობის გზით” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „საჯარო სექტორის კომპეტენტური და ეფექტური მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიის დასაცავად. განათლება კი გადამწყვეტ როლს თამაშობს. ბოკონის მენეჯმენტის სკოლა იტალიასა და მთლიანად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელია. ეს პარტნიორობა, საშუალებას მისცემს ახალგაზრდა ქართველ ლიდერებს საკუთარი მენეჯერული უნარითა და ცოდნით წვლილი შეიტანონ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“- განაცხადა იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.


foto1

foto2


ადგილი:

Tbilisi

894