ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი 2017

სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, საქართველოში ინვესტირებითა და ბიზნესის წარმართვით დაინტერესებული იტალიური კომპანიებისათვის აქ არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობა, კონკრეტული პროექტებისა და პერსპექტიული თანამშრომლობისაკენ მიმართული პროგრამების შეთავაზება, “B2B” ფორმატის შეხვედრები – იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომელიც 2017 წლის 8 მარტს, ქ. რომში, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართება.
იტალიური ნაწარმი ქართველ ბიზნესმენებსა და მომხმარებელს შორის დიდი ნდობით სარგებლობს (მართლაც, იტალია საქართველოს რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია ევროპის ქვეყნებს შორის). “საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ” შეთანხმებისა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის წყალობით, თბილისის ინტერესი იტალიისადმი, როგორც ევროპაში რიგით მეორე ინდუსტრიული ქვეყნისადმი, კიდევ უფრო გაძლიერდა.
ფორუმში, რომლის მიზანია თანამშრომლობით დაინტერესებული იტალიური კომპანიების შეხვედრა შესაძლო ქართველ პარტიორებთან, მონაწილეობას მიიღებს დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ქართული კომპანიების წარმომადგენლების გარდა, დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოებისა და ფონდების და, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების (მათ შორის, EBRD) წარმომადგენლები.
პრეზენტაციებისა და “B2B” ფორმატში გამართული შეხვედრების მთავარი თემაა ტურიზმის, ინფრასქტრუქტურისა და მრეწველობის დარგები (მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, საფეიქრო და მანქანა-დანადგარების წარმოება). იტალიური მხრიდან, კერძო კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანი ბიზნესის ინტერნალიზაციის ხელშეწყობაა, მათ შორის, Confindustria, ICE, SACE, SIMEST, Unioncamere და სხვა.

 

sala conferenze