ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

“Vivere all’Italiana” – სილამაზისა და პოეზიის შერწყმა ცხოვრებასა და შემოქმედებასთან

“Vivere all’Italiana” (“იცხოვრე იტალიური ცხოვრების სტილით”) – უცხოეთში იტალიის პოპულარიზაციისთვის შემუშავებული ინოვაციური სტრატეგია, რომელიც წარმოდგენილი იყო გასულ 19-20 დეკემბერს გამართულ, იტალიური კულტურის 83 ინსტიტუტის დირექტორთა კონფერენციაზე.
კულტურის ინსტიტუტების დირექტორების გარდა, ორდღიან კონფერენციას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ანჯელინო ალფანო, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი დარიო ფრანჩესკინი, დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტი ანდრეა რიკარდი და იტალიის ტელერადიომაუწყებლობის (RAI) გენერალური დირექტორი ანტონიო კამპო დალ’ორტო.
თანამედროვე ხელოვნება, კინო, არქეოლოგია, დიზაინი, სამზარეულო, კულტურული ტურიზმი, მუზეუმებისა და უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაცია მსოფლიოში იტალიური კულტურისა და, შესაბამისად, იტალიური ეკონომიკის პოპულარიზაციის გეგმის მთავარი პუნქტებია. ეს გეგმა წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან, დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და იტალიის ტელერადიომაუწყებლობასთან ერთად შეიმუშავა.

 

logo orizz

აღნიშნული ინიციატივის წყალობით, 2017 წლიდან საგრძნობლად გაიზრდება უცხოეთში იტალიური კულტურული ინიციატივების, უცხოეთში იტალიური ენის შემსწავლელი სტუდენტებისა და იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რიცხვი. 2016-2017 წლებში ფარნეზინას ქსელმა გამართა და დაგეგმა 5000-ზე მეტი ღონისძიება (1000-მდე ღონისძიება გაიმართა იტალიური ენის XVI მსოფლიო კვირეულის, ხოლო 1300-მდე ღონისძიება – იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში). 2017 წელიც გამორჩეული და დატვირთული იქნება ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა სამეცნიერო საკითხებში ატაშეთა კონფერენცია, დიზაინის საერთაშორისო დღე, იტალიური ენის XVII მსოფლიო კვირეული და იტალიური სამზარეულოს II მსოფლიო კვირეული. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს მსოფლიოში იტალიური კულტურის გავრცელებას, რაც იტალიის – დიალოგის, ინოვაციების განვითარებისა და სოციალური თუ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ქვეყნის, – საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ ნაწილს წარმოადგენს.
იტალიის ტელერადიომაუწყებლობასთან (RAI) თანამშრომლობით მომზადებული ვიდეოს სანახავად დააჭირეთ აქ: