Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

თარიღი:

27/01/2017


ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ, იტალიურ სკოლა "ცისკართან" თანამშრომლობით, 27 იანვარს გამართა რობერტო ბენინის ფილმის "ცხოვრება მშვენიერია" ჩვენება სკოლის მოსწავლეებისათვის.
იტალიელი რეჟისორისა და მსახიობის რობერტო ბენინის ფილმმა უამრავი პრესტიჟული კინოპრიზი მიიღო, მათ შორის, 3 "ოსკარი", კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია, იტალიის კინოაკადემიის 9 პრემია "დონატელოს დავითი" და "სეზარი" საუკეთესო უცხოური ფილმისთვის. ეს ნამდვილი შედევრი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამაღელვებელი ფილმია, რომელიც გვიამბობს ჰოლოკოსტის სასტიკ რეალობაზე და გვიყვება ბავშვის თვალით დანახულ ომზე, რომელიც ცდილობს ლოგიკური ახსნა მოუძებნოს ამ საშინელი დანაშაულის არსებობას.



la vita e bella dvd


ადგილი:

Tbilisi

885