ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სასწავლო სტიპენდიები ვიტერბოს იტალიური ენის ინსტიტუტის იტალიური ენის კურსებზე სწავლის მსურველთათვის

იტალიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტებული ვიტერბოს იტალიური ენის ინსტიტუტი, რომელიც მოქმედებს 1995 წლიდან, საქართველოს უნივერსიტეტების იტალიური ენის დეპარტამენტების სტუდენტების 2017 წლისთვის სთავაზობს შემდეგ შეღავათებს:
1 სტიპენდიას იტალიური ენის 2 კვირიან კურსზე უფასოდ დასასწრებად;
4 სტიპენდიას 50%-ანი ფასდაკლებით იტალიური ენის 2 კვირიან კურსზე დასასწრებად.
აღნიშნული შეღავათები არ მოიცავს მოგზაურობისა და საცხოვრებლის ხარჯს და ასევე, არ მოიცავს ინსტიტუტში რეგისტრაციის საფასურს.
განაცხადების წარდგენა ხდება თბილისში იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილებაში, იტალიური ფილოლოგიის ფაკულტეტების მეშვეობით.
ინსტიტუტის, კურსების და საცხოვრებლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის დააჭირეთ აქ:

 

viterbo palazzo dei papi