Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ლუიჯი პირანდელოს „მთის გოლიათები“ - იტალიური დადგმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

თარიღი:

01/12/2016


ლუიჯი პირანდელოს „მთის გოლიათები“ - იტალიური დადგმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

მიმდინარე თეატრალური სეზონი განსაკუთრებით მდიდარია იტალიური სპექტაკლებითა და ღონისძიებებით. 2016 წლის ფესტივალის „საჩუქარი" ფარგლებში გამართული პროგრამის „ფოკუსშია იტალია" შემდეგ, კიდევ ერთი იტალიური პრემიერა გველის, ამჯერად უკვე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე. 2016 წლის 6 დეკემბერს ცნობილი იტალიელი რეჟისორები ენცო ვეტრანო და სტეფანო რანდიზი წარმოგვიდგენენ ლუიჯი პირანდელოს უკანასკნელი ნაწარმოების, მისი დაუმთავრებელი შედევრის „მთის გოლიათების" იტალიურ-ქართულ ერთობლივ დადგმას. იტალიელი რეჟისორები, პირანდელოს დრამატურგიისადმი მიძღვნილი ხანგრძლივი მოღვაწეობის გზაზე, მაყურებლის წინაშე ხშირად წარმსდგარან, როგორც რეჟისორების, ასევე, მსახიობების ამპლუაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ახალი ინტერპრეტაცია ქართულ სცენაზეც დიდ წარმატებას მოიპოვებს. არ გამოაკლდეთ!

pirand spetta web

locand


ადგილი:

Tbilisi

871