Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

მოგზაურობა იტალიური მოდის სამყაროში: "იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი"

თარიღი:

10/11/2016


მოგზაურობა იტალიური მოდის სამყაროში:

სამშაბათს, 15 ნოემბერს იწყება მოგზაურობა იტალიური მოდის მომხიბვლელ სამყაროში - თბილისში პირველად იქნება წარმოდგენილი გამოფენა "იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი", რომელიც გაიხსნება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
გამოფენაზე, რომელიც სტილისა და ელეგანტურობის ისტორიას მოგითხრობთ, იხილავთ იტალიური კრეატიულობის საუკეთესო ნიმუშებს, მაღალი მოდისა და prêt-à-porter-ს უნიკალურ ტანსაცმელს: Emilio Schuberth, Sorelle Fontana, Roberto Capucci, Valentino, Sarli, Lancetti, Renato Balestra, Marella Ferrera, Brioni, Giorgio Armani, Laura Biagiotti, Roberto Cavalli, Dolce&Gabbana, Fendi, Salvatore Ferragamo, Gianfranco Ferré, Gucci, Crizia, Max Mara, Missoni, Moschino, Prada, Trussardi, Versace და სხვა სახელგანთქმული იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებებს.
კომპანია Galgano&Tota-ს მიერ ჩაფიქრებულ და განხორციელებულ ექსპოზიციას დიდი წარმატება ხვდა წილად იტალიისა და უცხოეთის პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში. საქართველოში გამოფენა გაიმართება იტალიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრთან ერთობლივად და ღონისძიების სპონსორის, ბანკი "ვითიბის" ხელშეწყობით. გამოფენა გაგრძელდება 2017 წლის 10 იანვრამდე, გელით!

 

2 italiis banner

 


ადგილი:

Tbilisi

863