Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონის ვიზიტი საქართველოში

თარიღი:

04/11/2016


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონის ვიზიტი საქართველოში

2016 წლის 6-7 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი პაოლო ჯენტილონი, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობის მაღალი რანგის პირველი წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს არჩევნების შემდეგ ესტუმრება. თბილისი კავკასიის რეგიონში მინისტრის მისიის პირველი ეტაპია (შემდეგი ეტაპები ბაქო და ერევანია). მინისტრი ჯენტილონი, თავის კოლეგასთან, მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად განიხილავს უმთავრეს საერთაშორისო საკითხებს. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო სამინისტროს, იტალიის საელჩოსა და რონდელის ფონდის მიერ ერთობლივად მომზადებულ საჯარო ღონისძიებაში "იტალია-საქართველოს პარტნიორობა და ევროპის მომავალი", ასევე, პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან ერთად, იტალიელი არქიტექტორის ფუქსასის მიერ დაპროექტებული იუსტიციის სახლის მონახულება. შეხვედრების დღის წესრიგშია ორმხრივ ურთიერთობებთან (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო თანამშრომლობასთან), რეფორმებთან და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ საქართველოს სვლასთან დაკავშირებული საკითხები და, აგრეთვე, რეგიონული საკითხები.

ministro gentiloni

 


ადგილი:

Tbilisi

861