ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

შეიძინეთ იტალიური პროდუქცია და ჩაერთეთ ქველმოქმედებაში! ერთმანეთს შევხვდებით ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე

ტკბილეული და შოკოლადი, ძეხვეული და ყველი, ღვინო და ყავა, ლაზანია და ტირამისუ, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანისამოსი, სამკაულები, სათვალეები, კოსმეტიკური საშუალებები და საოჯახო ნივთები – “Made in Italy”-ს მრავალფეროვანი პროდუქცია, ნუგბარი და უამრავი სიურპრიზი გელით ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც გაიმართება შაბათს, 3 დეკემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”.
იტალიის საელჩო წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობას მიიღებს ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით. გასულ წლებში ჩვენი სტენდი ყოველთვის ერთ-ერთი პირველი იყო შეგროვებული თანხების თვალსაზრისით. ამჯერადაც ჩვენთან წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დონორების მიერ გულუხვად მოწოდებული პროდუქციის ფართო არჩევანი, შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება IWA-ს ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების დახმარებისთვის გამიზნულ საქველმოქმედო პროექტებს.
იტალიურ დახლთან შეძლებთ დაესწროთ და მონაწილეობა მიიღოთ საშობაო ტკბილეულის მოხატვის მასტერკლასში.
გვესტუმრეთ და ისიამოვნეთ! გამოფენა-გაყიდვაზე გამოტანილი პროდუქციის შეძენით, ჩაერთეთ ქველმოქმედებაში და სიკეთე გააკეთეთ! გელით ყველას!

ჩვენი გულითადი მადლობა კომპანიებს: ალიანსი-საქართველო (ფურნე), გაგრა+ (ბონასერა), G.B. Consulting, პრიმალინეა, ვიქტორია 98, აგრიჯორჯია, ეი ჯი (კოინკაზა), Aleksandre by Barcelona, A.M.P.-საქართველო, არგო, ბაკარა, ბადაგონი, Caffè Ambrosiano, ჯეო-კოპი, გოჩა ღაღაშვილი, ჯითექსი, ICR, ილიონი, კენარი, ლაქტალის-ჯორჯია, Metal Workshop, ნატალი, Natura Tea company, ახალი ყავის კომპანია, ნიუ იტალმობილი, ახალი ნათება, Premier Plus, Prenatal, რონიკო, SLS, ტევრი.

 

manifesto per sito