ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ბევრი იტალიელი სტუმრითა და იტალიური ფილმებით

იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი “იტალიურ სექციაში” წელსაც ბევრ იტალიურ ფილმს შემოგთავაზებთ: „სალვატორე ჯულიანო” – ფრანჩესკო როზი (29 ნოემბერი); “უკანასკნელი კურორტი” – თანოს ანასტოპულოსი, დელ დეგანი (29 ნოემბერი); „ბრძოლა ალჟირისათვის” – ჯილდო პონტეკორვო (30 ნოემბერი); „ხანგრძლივი სიჩუმე” – მარგარეტ ფონ ტროტა (1 დეკემბერი); „პრიმო ლევის მოგზაურობა” – დავიდე ფერარიო (1 დეკემბერი); „ტკბილი სიზმრები” – მარკო ბელოკიო (1 დეკემბერი); „ნაშუაღამევს” – დავიდე ფერარიო (2 დეკემბერი); „სამოთხის აღება” – ფრანჩესკო მუნცი (2 დეკემბერი); „ხანძარი ზღვაზე” – ჯანფრანკო როზი (3 დეკემბერი); „ეჭვმიუტანელი მოქალაქის საქმის გამოძიება” – ელიო პეტრი (3 დეკემბერი); „გიჟური სიხარული” – პაოლო ვირძი (4 დეკემბერი).
ფესტივალის საპატიო სტუმარები არიან: რეჟისორი დავიდე ფერარიო, სცენოგრაფი და კოსტუმების მხატვარი ფრანჩესკა ბოკა და კინოკრიტიკოსი ჯოვანი სპანიოლეტი. დიდი მადლობა ჩვენს სპონსორს, კომპანია Salini Impregilo-ს შეტანილი წვლილისათვის.

 

 png