Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური ენის მეთექვსმეტე მსოფლიო კვირეული: სოლდინის ფილმი "მდინარე ყოველთვის მართალია"

თარიღი:

18/10/2016


იტალიური ენის მეთექვსმეტე მსოფლიო კვირეული: სოლდინის ფილმი

17-23 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეული, რომელიც ტარდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით. წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა "იტალიური ენა და შემოქმედება: ბრენდები და ტრადიციები, მოდა და დიზაინი".
19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" (დარბაზი 3) გაიმართება სილვიო სოლდინის ახალი დოკუმენტური ფილმის "მდინარე ყოველთვის მართალია" (2016) ჩვენება. ფილმი წარდგენილი იყო ბოლონიის ფესტივალზე "Biografilm", სადაც მიიღო პრიზი Audience Award.
ფილმი, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ, ნაჩვენები იქნება იტალიურ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.


flyer il fiume ha sempre ragione


ადგილი:

Tbilisi

855