Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეული

თარიღი:

14/10/2016


იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეული

17-23 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეული, რომელიც ტარდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით. წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა "იტალიური ენა და შემოქმედება: ბრენდები და ტრადიციები, მოდა და დიზაინი".

1 2016 10 logo settimana grande

ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეულის ფარგლებში გაიმართება:

  • 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია" - კრეატიულობა, ეკოლოგიურობა და უმნიშვნელოვანესი სოციალური დატვირთვა: გამოფენა "ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე", რომელიც ორგანიზებულია იტალიის საელჩოს მიერ "სილქ როუდ ჯგუფთან" თანამშრომლობით. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სან-პატრინიანოს ნარკოდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი საუცხოო მაგიდები, სკამები, სანათები და სხვ. თითოეული ნაკეთობა შექმნილია ძველი საკასრე ტკეჩებისგან, სახელგანთქმული დიზაინერებისა და არქიტექტორების ესკიზების მიხედვით. პროექტის ავტორია სან-პატრინიანოს ნარკოდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც 1978 წლიდან არსებობს და ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა თუ ოჯახების მხრიდან ყველანაირი დახმარების გარეშე, შეიფარა 25 ათასამდე ახალგაზრდა, გაუწია მათ სამედიცინო თუ იურიდიული დახმარება, მისცა სწავლისა და ხელობის ათვისების შესაძლებლობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ახალგაზრდებს ცხოვრება ძირფესვიანად შეუცვალა.
  • 19 ოქტომბერი, 18:00სთ, კინოთეატრი "ამირანი" (დარბაზი 3) - სილვიო სოლდინის ახალი დოკუმენტური ფილმის "მდინარე ყოველთვის მართალია" (2016) ჩვენება. ფილმი წარდგენილი იყო ბოლონიის ფესტივალზე "Biografilm", სადაც მიიღო პრიზი Audience Award. ფილმი, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ, ნაჩვენები იქნება იტალიურ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.
  • 24 ოქტომბერი, 19:00სთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - ჟურნალ "არილის" სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც მთლიანად ეძღვნება იტალიასა და იტალიის რესპუბლიკის დაბადებას და სადაც იხილავთ საინტერესო მასალებს იტალიურ ლიტერატურაზე, არქიტექტურაზე, მუსიკასა და თეატრზე.

ადგილი:

Tbilisi

850