Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი: ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს გახსენება

თარიღი:

17/10/2016


თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი:  ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს გახსენება

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პაურეატის, ახლახან გარდაცვლილი დარიო ფოს გახსენება: იტალიის საელჩო საქართველოში და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი 11 ნოემბერს წარმოგიდგენთ სპექტაკლს "არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!", რომელიც იმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარის" ახალი პროგრამის ფარგლებში "ფოკუსში იტალიაა". იტალიელი დრამატურგის, მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატურის დარგში 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს ბრწყინვალე კომედიის ინტერპრეტაცია ეკუთვნის რეჟისორ და სამხატვრო კონსულტანტს მიკელე პანელას.

dario fo ikona

პიესა პირველად დაიდგა 1974 წელს მილანის ისტორიული შენობის Palazzina Liberty სცენაზე, სადაც სამოცდაათიან წლებში დარიო ფოს თეატრალური დასი მოღვაწეობდა. დარიო ფო (გარდა იმისა, რომ პიესის ავტორი და რეჟისორი გახლდათ), ითამაშა კიდეც თავის მეუღლესთან, ფრანკა რამესთან ერთად. პიესა, რომელიც უამრავ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სცენებზე დაიდგა, სატირულ-გროტესკული ფორმითა და ამავე დროს, მძლავრი სოციალური დატვირთვით მოგვითხრობს მილანის პერიფერიაში მცხოვრები ქალების ისტორიას, რომლებიც თავს ძლივს ირჩენენ, აპროტესტებენ ფასების ზრდასა და უარს ამბობენ საყიდლების საფასურის გადახდაზე.
აი, ამ სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების საფასურის გადახდა კი ნამდვილად მოგიწევთ... ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სალაროში.

locandina dario fo


ადგილი:

Tbilisi

853