ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

მსოფლიოში იტალიური ენის გენერალური შტატები (2016)

17-18 ოქტომბერს ქ. ფლორენციაში გაიმართება მსოფლიოში იტალიური ენის გენერალური შტატების მეორე შეკრება “იტალიური – ცოცხალი ენა“. ღონისძიება გაშუქდება პირდაპირ ეთერში ვებგვერდზე www.esteri.it.
ღონისძიებას გახსნიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მატეო რენცი, საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი, ქ. ფლორენციის მერი დარიო ნარდელა, განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევის მინისტრი სტეფანია ჯანინი, დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტი ანდრეა რიკარდი და იტალიის ტელერადიომაუწყებლობის (RAI) პრეზიდენტი მონიკა მაჯონი. ღონისძიების დასასრულს, 18 ოქტომბერს, მასში მონაწილეობას მიიღებს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა.

1 2016 10 logo settimana grande
ღონისძიების მსვლელობისას ოფიციალურად გაიხსნება იტალიური ენის ახალი ვებ-პორტალი (www.linguaitaliana.esteri.it), რომლის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდება უცხოეთში იტალიური ენის პოპულარიზაციასა და სწავლებასთან დაკავშირებული ყველა მასალა.
წელსაც ჩატარდება ღონისძიება Giornata ProGrammatica, რომლის მიზანია, სკოლებმა და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა, ყურადღება მიაპყრონ იტალიური ენის მნიშვნელობას. ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება 19 ოქტომბერს, მსოფლიოში იტალიური ენის გენერალური შტატების შეკრების დამთავრებისთანავე, ჩართული იქნება იტალიასა თუ მის ფარგლებს გარეთ არსებული იტალიური კულტურის ყველა ინსტიტუტი და იტალიური სკოლა. ამ დღეს მიეძღვნება რადიომაუწყებლობა RAI3-ს ყველა გადაცემა.
ინიციატივა Giornata ProGrammatica ეხება სტუდენტებს, რომელიც იტალიასა და უცხოეთში იტალიურ ენას სწავლობენ და, ასევე მთელ მსოფლიოში არსებულ იტალიური კულტურის ცენტრებს. ამ პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს ჩვენი ენისა და კულტურის სიმდიდრე, რაც ხშირად უკავშირდება დაგეგმვის უნარს, ცოდნასა და კრეატიულობას. სკოლებს მოუწოდებენ, ამ დღეს გამართონ შეხვედრები Made in Italy-ის სხვადასხვა დარგების თვალსაჩინო წამომადგენლებთან მათთვის ჩვეულ სამუშაო ადგილებზე, რათა მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილონ საწარმოო და შემოქმედებითი პროცესები.
ამ შეხვედრების ამსახველი ჩანაწერები, ფოტოსურათები და ვიდეომასალები, რომელიც სკოლების მონაწილეობით მომზადდება, ხელმისაწვდომი იქნება იტალიური ენის ოლიმპიადის ვებგვერდზეც: www.olimpiadi-italiano.it.
Giornata ProGrammatica-ს ფარგლებში, სკოლებს შორის გაიმართება ამ ინიციატივის წლევანდელ თემასთან დაკავშირებული კონკურსი. მოსწავლეები, საკუთარი კრეატიული უნარების გამოყენებით, მოამზადებენ ვიდეორგოლს ან სლოგანს უცხოეთში იტალიური ენის პოპულარიზაციისათვის. ამის განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით, აუდიო თუ ვიდეო მასალის, ფოტოსურათების, გრაფიკული გამოსახულებებისა თუ მომცრო ზომის ტექსტების სახით. მომზადებულ მასალებს შეაფასებს ცნობილი იტალიელი ილუსტრატორი ემილიანო პონცი, რომელიც თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა New York Times, Le Monde, New Yorker, Penguin Books.
მოსწავლეების მიერ მომზადებული მასალები 18 ოქტომბრამდე უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: giornataprogrammatica@gmail.com და, თუ შესაძლებელია, აიტვირთოს LA LINGUA BATTE – Radio3-ს ჯგუფის Facebook-გვერდზე, ან Twitter-ზე: #gara #GiornataProGrammatica.