Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

პირველი სპექტაკლი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარის" ახალი პროგრამის ფარგლებში "ფოკუსში იტალიაა"

თარიღი:

20/10/2016


პირველი სპექტაკლი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

29 და 30 ოქტომბერს იტალიის საელჩო საქართველოში და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს "იტალია ათიან წლებში - იტალია დღეს", რომელიც იტალიელი დრამატურგის, ედოარდო ერბასა და დამოუკიდებელი კვლევის თეატრალური ასოციაციის (ATIR) დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორის სერენა სინიგალიას ერთობლივი მუშაობის შედეგია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ბეატრიჩე სკიროსი, მარია პილარ პერეს ასპა, სტეფანო ორლანდი, მატია ფაბრისი, სანდრა ცოკოლანი, კიარა სტოპა.
სპექტაკლის შემქნელები, მწვავე ირონიის მეშვეობით, მაყურებლის ყურადღებას მიაპყრობენ დღევანდელი იტალიის უმოქმედობასა და იმედგაცრუებაზე. სიუჟეტი ერთგვარ მოზაიკას წარმოადგენს, სადაც პერსონაჟების ბედისწერა და ცხოვრების გზები იკვეთება.
"თუ გსურთ იხილოთ ნამდვილი ხალხური თეატრი, აუცილებლად ნახეთ წარმოდგენა, რომელიც განმაიარაღებელი გულწრფელობით გიამბობთ ჩვენზე. სერენა სინიგალიას რეჟისურა მშრალი და მოწიფულია. რეჟისორი თავის მსახიობებს ოსტატურად უკვალავს გზას იმ მრავალხმოვანებაში, რომელშიც თეატრალური დასის ერთსულოვნება სანახაობისთვის დამატებითი ფასეულობაა" (სარა კიაპორი, "La Repubblica").

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სალაროში.

italia anni 10


ადგილი:

Tbilisi

858