Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ქ. ვიტერბოს ტუშას უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პროექტის პრეზენტაცია

თარიღი:

06/10/2016


ქ. ვიტერბოს ტუშას უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პროექტის პრეზენტაცია

ხვალ, 7 ოქტომბერს, 16:30 საათზე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ევროკავშირის  არაწევრი  ქვეყნებისათვის Erasmus+KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქ. ვიტერბოს ტუშას უნივერსიტეტსა და საქართველოს 4 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პროექტის პრეზენტაცია. დაინტერესებულ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიგა ზედანია, იტალიის ელჩის მოადგილე ბატონი სტეფანო კრეშენცი, ტუშას უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლო მერენდინო და დოქტორი ანჯელა ფატორეტი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უკვე არსებული შესანიშნავი კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავება, ქართველი და იტალიელი სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა.
ამ პროექტის ფარგლებში, ტუშას უნივერსიტეტი საქართველოს ოთხ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ორწლიანი პროექტი ითვალისწინებს 29 ქართველი სტუდენტისა და პროფესორ-მასწავლებლის მობილობას და მონაწილეებს სთავაზობს ლინგვისტური ცოდნის ამაღლებისა და პროფესიული დონის გამდიდრების შესაძლებლობას: სტუდენტები დაესწრებიან სხვადასხვა საუნივერსიტეტო სასწავლო კურსებს და ყველანაირი დამატებითი გადასახადის გარეშე ისარგებლებენ მასპინძელი უნივერსიტეტის სტრუქტურებითა და სერვისებით, პროფესორ-მასწავლებლები კი გაიღრმავებენ პროფესიულ ცოდნას და სწავლების ახალ მეთოდებს გაეცნობიან. ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოს 21 იტალიელი სტუდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელი ეწვევა.


ადგილი:

Tbilisi

846