Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

გამოფენა "ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე" თბილისში

თარიღი:

17/10/2016


გამოფენა

თავდაპირველად ხე, შემდეგ კასრი, ახლა კი საუცხოო დიზაინერული ნაკეთობა - ეს იმის დასტურია, რომ სიცოცხლე იცვლება და საოცარ სიურპრიზებსაც გთავაზობთ. გამოფენა "ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე" ტრადიციის (მეღვინეობის ათასწლოვანი ტრადიციის, რომელიც იტალიასა და საქართველოს აერთიანებს), ინოვაციებისა და საზოგადოებისთვის გაწეული ძალისხმევის ნაზავია. სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" (თბილისი) 18 ოქტომბრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია ძველი საკასრე ტკეჩებისგან შექმნილი საუცხოო მაგიდები, სკამები, სანათები და სხვ. პროექტის ავტორია სან-პატრინიანოს ნარკოდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც 1978 წლიდან არსებობს და ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა თუ ოჯახების მხრიდან ყველანაირი დახმარების გარეშე, შეიფარა 25 ათასამდე ახალგაზრდა, გაუწია მათ სამედიცინო თუ იურიდიული დახმარება, მისცა სწავლისა და ხელობის ათვისების შესაძლებლობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ახალგაზრდებს ცხოვრება ძირფესვიანად შეუცვალა.

213

 

გამოფენის საქართველოში ჩატარების ორგანიზატორია იტალიის საელჩო, "სილქ როუდ ჯგუფთან" თანამშრომლობით. გამოფენა თავდაპირველად გაიხსნა 3 სექტემბერს, წინანდალში, ღვინისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადების 230 წლისთავს მიეძღვნა. ახლა კი წინანდლის მუზეუმიდან საქართველოს შუაგულში, დედაქალაში გადმოინაცვლა.

 

210

ანჯელა მისონი - Miss Dondola

ექსპოზიციას "ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე" დიდი წარმატება ხვდა წილად მილანის ავეჯის გამოფენასა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში (ნიუ-იორკიდან მაიამიმდე). ეს პროექტი ხის ძველი კასრების აღდგენა-რესტავრაციაზე გაცილებით მეტია, როცა რეწვა დიზაინად იქცევა: თითოეული ნაკეთობა შექმნილია სან-პატრინიანოს სარეაბილიტაციო ცენტრში გაერთიანებული ახალგაზრდების მიერ, სახელგანთქმული დიზაინერებისა თუ არქიტექტორების ესკიზების მიხედვით. კრეატიულობა, ეკოლოგიურობა და უმნიშვნელოვანესი სოციალური დატვირთვა - ეს საოცარი ნაზავი მნახველში აღტაცებასა და აღფრთოვანებას იწვევს.

 

228

მარკ სადლერი - DOC


ადგილი:

Tbilisi

852