ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარის” პროგრამა “ფოკუსში იტალიაა”

იტალიის საელჩო საქართველოში და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” 2016 წარმოგიდგენთ ახალ პროგრამას “ფოკუსში იტალიაა”:

29 და 30 ოქტომბერი, 20:00სთ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი – სპექტაკლი “იტალია ათიან წლებში – იტალია დღეს”, რომელიც იტალიელი დრამატურგის, ედოარდო ერბასა და დამოუკიდებელი კვლევის თეატრალური ასოციაციის (ATIR) დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორის სერენა სინიგალიას ერთობლივი მუშაობის შედეგია. სპექტაკლის სიუჟეტი ერთგვარი მოზაიკაა, სადაც მსახიობების (ბეატრიჩე სკიროსის, მარია პილარ პერეს ასპას, სტეფანო ორლანდის, მატია ფაბრისის, სანდრა ცოკოლანისა და კიარა სტოპას) მიერ განსახიერებული პერსონაჟების პერსონაჟების ბედისწერა და ცხოვრების გზები იკვეთება.

11 ნოემბერი, 20:00სთ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი – იტალიელი დრამატურგის, მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატურის დარგში 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ახლახან გარდაცვლილი დარიო ფოს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!”. ქართულ სცენაზე დარიო ფოს ამ ბრწყინვალე კომედიის ინტერპრეტაცია ეკუთვნის რეჟისორ და სამხატვრო კონსულტანტს, ფესტივალ “საჩუქარის” საერთაშორისო ბორდის წევრ მიკელე პანელას.

7 ნოემბერი, 20:00სთ, კინოთეატრი “ამირანი” – ჩეჩილია ძოპელეტოს ფილმის “მშვენიერი ქალი კინოთეატრებში” ჩვენება. კინშასაში გადაღებული დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს აფრიკული ქვეყნის ათმილიონიან დედაქალაქზე, სადაც არ არსებობს არცერთი კინოთეატრი. რეჟისორის აზრით, კინემატოგრაფს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, რადგანაც მისი მეშვეობით შესაძლებელია სამყაროს დანახვა საკუთარი ჩარჩოებს მიღმა. ფილმის ჩვენების დასრულებისთანავე გაიმართება საჯარო დისკუსია კინოს როლზე დღევანდელ საზოგადოებაში.

15 და 16 ნოემბერი, 20:00სთ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი – ჰაინერ მიულერის სამ სხვადასხვა პერიოდში დაწერილი და ერთ ტრილოგიაში გაერთიანებული ტექსტების მიხედვით, რეჟისორ კარმელო რიფიჩის მიერ დადგმული სპექტაკლი “მედეა მასალა”. სპექტაკლი წარსულსა და აწმყოს, მითსა და ისტორიას, თანამედროვე და ანტიკური საზოგადოების განსხვავებულ ხედვებს შორის კავშირების აღდგენის ერთგვარი მცდელობაა, რომელიც მოგვითხრობს მედეას, მიტოვებული და საზოგადოების მიერ უცხოდ და განსხვავებულად შერაცხული ქალის ტრაგედიას.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სალაროში.

 

1 gift locandina