Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

მრავალხმიანობა, სარდინიული საგალობლების უძველესი ტრადიცია და იტალიელი რეჟისორის ფილმი თბილისში

თარიღი:

26/09/2016


მრავალხმიანობა, სარდინიული საგალობლების უძველესი ტრადიცია და იტალიელი რეჟისორის ფილმი თბილისში

კონცერტი, რომელსაც არ უნდა გამოაკლდეთ! სამშაბათს, 27 სექტემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თქვენ გელით უძველესი სარდინიული საგალობლების მიმზიდველი იდუმალებისა და ქართული მრავალხმიანობის ჰარმონია. თეატრის სცენაზე წარსდგება სარდინიელ მომღერალთა ჯგუფი "Su Cuncordu Lussurzesu" (კონცერტზე დასწრება თავისუფალია). გუნდი, რომელმაც 1995 წლიდან დღემდე მონაწილეობა მიიღო იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ ასობით კონცერტში, წარმოგიდგენთ ტრადიციული ლუსურჯიული საგალობლების ფართო რეპერტუარს. ლუსურჯიული საგალობლები (ლუსურჯიუ ულამაზესი კუნძულის, სარდინიის ერთ-ერთი სოფელია, რომელიც ორისტანოს პროვინციაში მდებარეობს) სრულდება ოთხ ხმაში: "bassu", "contra", "oghe" e "contraltu" (ბანი, ბარიტონი, ტენორი და კონტრტენორი). საუკუნეების მანძილზე ლიტურგიული მსახურებებისა და დღესასწაულების თანმხლები ლუსურჯიული პოლიფონიური გალობა, რომელიც ბოლო დრომდე შედარებით ნაკლებად იყო ცნობილი, ამჟამად დიდ ინტერესს იწვევს ეთნოგრაფიული მუსიკის იტალიელ და უცხოელ სპეციალისტებს შორის.

cuncordu lussurzesu copia

კონცერტი გაიმართება ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, რომელიც თბილისში 26-30 სექტემბერს ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით და საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. სიმპოზიუმში, რომლის ორგანიზატორები არიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პოლიფონიური მუსიკის სპეციალისტები და მუსიკოსები.
სიმპოზიუმის პროგრამა დოკუმენტური ფილმების ჩვენებასაც მოიცავს, მათ შორის, იტალიელი ეთნომუსიკოლოგის, 60-მდე დოკუმენტური ეთნოგრაფიული ფილმის რეჟისორისა და სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალებისა თუ პროექტების ავტორის, რენატო მორელის ორი ფილმი: "მრავალჟამიერ" და " წმინდა ხმები - ვნების კვირაში კუნკორდუს შემსრულებელთა ორი თაობა კულიერიში".

morelli foto copia


ადგილი:

Tbilisi

843