ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

დარიო ფოს პიესა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე

30 სექტემბერს, იტალიის საელჩო საქართველოში და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს “არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!”. სპექტაკლი იმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარის” ახალი პროგრამის “ფოკუსში იტალიაა” ფარგლებში. იტალიელი დრამატურგის, მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატურის დარგში 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს ბრწყინვალე კომედიის ინტერპრეტაცია ეკუთვნის სამხატვრო კონსულტანტს მიკელე პანელას.
პიესა პირველად დაიდგა 1974 წელს მილანის ისტორიული შენობის Palazzina Liberty სცენაზე, სადაც სამოცდაათიან წლებში დარიო ფოს თეატრალური დასი მოღვაწეობდა. დარიო ფო (გარდა იმისა, რომ პიესის ავტორი და რეჟისორი გახლდათ), ითამაშა კიდეც თავის მეუღლესთან, ფრანკა რამესთან ერთად. პიესა, რომელიც უამრავ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენებზე დაიდგა, სატირულ-გროტესკული ფორმითა და ამავე დროს, მძლავრი სოციალური დატვირთვით მოგვითხრობს მილანის პერიფერიაში მცხოვრები ქალების ისტორიას, რომლებიც თავს ძლივს ირჩენენ, აპროტესტებენ ფასების ზრდასა და უარს ამბობენ საყიდლების საფასურის გადახდაზე.
აი, ამ სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების საფასურის გადახდა კი ნამდვილად მოგიწევთ… ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სალაროში.

2 cali ertad