Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

გამოფენა "ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე" წინანდალში

თარიღი:

02/09/2016


გამოფენა

თავდაპირველად ხე, შემდეგ კასრი, ახლა კი საუცხოო დიზაინერული ნაკეთობა - ეს იმის დასტურია, რომ სიცოცხლე იცვლება, მეტიც, უკეთეს ფორმას იძენს. გამოფენა "ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე" ტრადიციის (მეღვინეობის, რომელიც იტალიასა და საქართველოს აერთიანებს), ინოვაციებისა და საზოგადოებისთვის გაწეული ძალისხმევის ნაზავია. გამოფენაზე წარმოდგენილია ძველი საკასრე ტკეჩებისგან შექმნილი საუცხოო მაგიდები, სკამები, სანათები და სხვ. პროექტის ავტორია სან-პატრინიანოს ნარკოდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც 1978 წლიდან არსებობს და ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა თუ ოჯახების მხრიდან ყველანაირი დახმარების გარეშე, შეიფარა 25 ათასამდე ახალგაზრდა, გაუწია მათ სამედიცინო თუ იურიდიული დახმარება, მისცა სწავლისა და ხელობის ათვისების შესაძლებლობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ახალგაზრდებს ცხოვრება ძირფესვიანად შეუცვალა.
გამოფენა, რომლის საქართველოში ჩატარების ორგანიზატორები იტალიის საელჩო და "სილქ როუდ ჯგუფი" არიან, იმართება ღვინისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადების 230 წლისთავს ეძღვნება. სახელგანთქმული ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმი 2016 წლის 3 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე უმასპინძლებს.
ექსპოზიციას "ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე" დიდი წარმატება ხვდა წილად მილანის ავეჯის გამოფენასა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში (ნიუ-იორკიდან მაიამიმდე). ეს პროექტი ხის ძველი კასრების აღდგენა-რესტავრაციაზე გაცილებით მეტია, როცა რეწვა დიზაინად იქცევა: თითოეული ნაკეთობა შექმნილია სან-პატრინიანოს სარეაბილიტაციო ცენტრში გაერთიანებული ახალგაზრდების მიერ, სახელგანთქმული დიზაინერებისა თუ არქიტექტორების ესკიზების მიხედვით. კრეატიულობა, ეკოლოგიურობა და უმნიშვნელოვანესი სოციალური დატვირთვა - ეს საოცარი ნაზავი მნახველში აღტაცებასა და აღფრთოვანებას იწვევს 2016 წლის 3 სექტემბერს, გამოფენისა და ფესტივალის ოფიციალური გახსნის შემდეგ გამართება ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

barrique 1

barrique 2


ადგილი:

Tbilisi

837