Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი"

თარიღი:

01/09/2016


ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

წელსაც, გასული წლების მსგავსად, იტალია მონაწილეობს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც წელს მეექვსედ იმართება 1-6 სექტემბერს ცხინვალის სიახლოვეს მდებარე პატარა სოფელ ნიქოზში. ნიქოზის ხელოვნების სკოლისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით გამართულმა ფესტივალმა პირველივე დღიდან დიდი წარმატება მოიპოვა.

nikozi 1
ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იტალიელი კინოკრიტიკოსი ჯანალბერტო ბენდაცის ანიმაციური ენციკლოპედიის სამტომეულის პრეზენტაცია "ანიმაცია: მსოფლიო ისტორია". ფესტივალის პროგრამაში ჩართულია ბენდაცისა და ანიმაციური ფილმების ახალგაზრდა იტალიელი რეჟისორის, მაურო კარაროს მიერ შერჩეული ფილმები. არ გამოტოვოთ!

nikozi 2


ადგილი:

Tbilisi

835