Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კავკასია და ევროპა, მრავალათასწლოვანი კავშირები

თარიღი:

23/09/2016


კავკასია და ევროპა, მრავალათასწლოვანი კავშირები

შაბათს, 24 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იხსნება საერთაშორისო სემინარი "ეგეოსური სამყარო და სამხრეთ კავკასია: კულტურული ურთიერთობები ბრინჯაოს ხანაში". საბერძნეთს, დასავლური სამყაროს კულტურის აკვანსა და კავკასიას შორის არსებული კავშირები, სულ მცირე, ორი ათასი წლით უსწრებს შავ ზღვაზე ბერძნული კოლონიზაციის პერიოდს (სწორედ აქედან იღებს სათავეს მითები მთაზე მიჯაჭვულ პრომეთეზე, არგონავტებსა და კოლხეთზე). ეს პირველი სამეცნიერო ღონისძიებაა, რომელიც იმართება იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსა (CNR) და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში. დოკუმენტი, რომელსაც ხელი 2011 წელს მოეწერა, ითვალისწინებს ორი ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებათა და სხვადასხვა დარგების მეცნიერთა თანამშრომლობას ერთობლივი სემინარებისა და პროექტების განხორციელების მეშვეობით.
იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობს იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს თანამშრომელი, პროფესორი მასიმო კულტრარო, 2014-2015 წლებში განხორციელებული პროექტის მუშაობაში აქტიურად ჩართო სხვადასხვა დარგის მეცნიერები, მათ შორის, არქეოლოგები, არქიტექტორები, გეოლოგები და ფიზიკოსები. მეცნიერთა ჯგუფმა, კავკასიაში განხორციელებული ორი მისიის განმავლობაში ითანამშრომლა ქართველ კოლეგებთან, რომლებსაც ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გოდერძი ნარიმანიშვილი.
2017 წლის ოქტომბერში იტალია უმასპინძლებს მეორე ანალოგიურ ღონისძიებას, რომელიც თავს მოუყრის იტალიელ და ქართველ მეცნიერთა ერთობლივი კვლევის შედეგებს.

convegno


ადგილი:

Tbilisi

842