ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ქ. ამატრიჩეს მომავლისთვის: კერძი “ალ ამატრიჩანა” მთელი მსოფლიოს რესტორნების მენიუში

საერთაშორისო ორგანიზაცია „Slow Food“-მა დაიწყო სოლიდარობის კამპანია გასულ 24 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების მხარდასაჭერად. ორგანიზაცია „Slow Food” სთხოვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს, კერძოდ კი, იტალიური გასტრონომიული ტრადიციის მიმდევრებს, საკუთარ მენიუში ჩართონ ერთი წლით “პასტა ალ ამატრიჩანა” და ყოველი კერძის საფასურიდან ქ. ამატრიჩეს მუნიციპალიტეტს გადაურიცხონ 2 ევრო (1 ევრო მომხმარებლის მიერ გადახდილი კერძის საფასურიდან და 1 ევრო – რესტორნის მხრიდან). ამ კეთილშობილურ ინიციატივას მხარს უჭერს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი პაოლო ჯენტილონი.
გადარიცხვასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ:
ქ. ამატრიჩეს მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშის დეტალების სანახავად დააჭირეთ აქ: