ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში: საქართველოს სოლიდარობა

2016 წლის 24 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მომხდარ საზარელ მიწისძვრასთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო საქართველოში გულწრფელ მადლობას უხდის ყველა ქართველ მეგობარს, რომელმაც სხვადასხვა ფორმით გამოხატა თანადგომა და სოლიდარობა. განსაკუთრებული მადლობა ყველას – მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს, – ვინც დრო გამონახა და ჩანაწერი გააკეთა სამძიმრის წიგნში, რომელიც საელჩოში გასულ პარასკევს გაიხსნა (ჩანაწერების დატოვება დღესაც გაგრძელდა). დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რომელმაც იტალიას მატერიალური დახმარება შესთავაზა და, ასევე, მადლობა მათ, ვინც უახლოესი კვირების განმავლობაში, შემოწირულობის მეშვეობით, თავის წვლილს შეიტანს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ქალაქების რეკონსტრუქცია-აღდგენისა და დაზარალებულთა დახმარების საქმეში.