Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სარდინიული პოლიფონია: ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაზე

თარიღი:

31/08/2016


სარდინიული პოლიფონია: ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაზე

გიწვევთ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი კუნძული სარდინიის აღმოსაჩენად: იდუმალი უძველესი კულტურა; მეგობრობის, მუსიკისა და ტრადიციების ჰარმონია; პოლიფონიური ჰანგები ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე.
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი 1-3 სექტემბერს პირველად ჩატარდება: მონაწილეობს 24 ფოლკლორული ანსამბლი და 400-მდე შემსრულებელი საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან (მათ შორის, იტალიიდან, თურქეთიდან და შვეიცარიიდან). ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, ფესტივალზე იტალიას წარმოადგენს სარდინიული ფოლკლორული ჯგუფი "Su Cuncordu ‘e Sette Dolores" - შესანიშნავი გუნდი, რომელიც "მარიამის შვიდი მწუხარების საძმოს" ლიტურგიებს ამდიდრებს მრავალსაუკუნოვანი ჰანგებით, ტრადიციული საეკლესიო და საერო ვოკალით.
ფესტივალის პირველი ორი დღის განმავლობაში ფოლკლორული ჯგუფები წარსდგებიან ქ. ოზურგეთის "ჭადრების ბაღში" (შესვლა თავისუფალია), ხოლო გალა კონცერტი გაიმართება 3 სექტემბერს შეკვეთილთან ახლოს მდებარე ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში "Black Sea Arena".

folk festival 2


ადგილი:

Tbilisi

834