Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კიდევ ერთი იტალიური დღესასწაული ზაფხულის დაწყების აღსანიშნავად.

თარიღი:

21/06/2016


კიდევ ერთი იტალიური დღესასწაული ზაფხულის დაწყების აღსანიშნავად.

Solo-ს ჟურნალ Voyager-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია, რომელსაც, პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროდან მოწვეული ხუთასზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, ნამდვილ იტალიურ დღესასწაულად იქცა.
ამ არაჩვეულებრივი გზამკვლევის Voyager-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეუდგეთ იტალიური არდადეგების სამზადისს. აქ იხილავთ ხელოვნების ნიმუშებით განთქმულ ქალაქებს, პატარა დაბებსა და სოფლებს, გაეცნობით სიახლეებს მოდის, თეატრის, ოპერის, დიზაინისა და Made in Italy-ს სამყაროდან. ეს გახლავთ მოგზაურობა „დიდი მშვენიერების“ გავლით.
Solo Lounge-ს ვიტრინები მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება შემკული იტალიის სხვადასხვა ქალაქების (რომი, ფლორენცია, მილანი, ნეაპოლი, ვენეცია და სხვა) ულამაზესი კოლაჟებით. აქვე შეგიძლიათ იხილოთ სკუტერი Vespa-ს უახლესი მოდელები.
ასე რომ, წლევანდელი ქართული ზაფხული იტალიის დროშის ფერებით ირთვება!

https://www.facebook.com/media/set/?set=a.1066561100103246.1073741841.961921107233913&type=3 

https://www.facebook.com/www.SOLO.ge/videos/1029132990497624/ 


ადგილი:

Tbilisi

820