Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური შემოქმედება იტალიის რესპუბლიკის 70 წლისთავის აღსანიშნავად

თარიღი:

03/06/2016


იტალიური შემოქმედება იტალიის რესპუბლიკის 70 წლისთავის აღსანიშნავად

ხელოვნება, მოდა და დიზაინი თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

თბილისი 2 ივნისი 2016 - რესპუბლიკის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი იტალიის ეროვნული დღესასწაული ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აღინიშნა.

მოწვეულ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დახვდა, ორი გამოფენა: იტალიელი მოქანდაკისა და მხატვრის ბრუნო ბრუნის რეტროსპექტივა და იტალიის წამყვანი დიზაინერების (ფერაგამო, ტრუსარდი, კრიცია, მისონი და სხვა) მიერ შექმნილი სამფეროვანი დროშების ექსკლუზიური კოლექცია. მოდა იყო ასევე პოდიუმზე, სადაც სხვადასხვა იტალიური ბრენდების ტანსაცმლის ქალისა და მამაკაცის კოლექციების ჩვენება მოეწყო. იტალიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნებიც ჯაზ სექსტეტის The Quintessence-ის მიერ ორიგინალური პერფორმანსით შესრულდა. დღესასწაულის ღამეს თბილისის ანძა იტალიის დროშის, მწვანე, თეთრ, და წითელ ფერებში აინთო.

ამ ღონისძიების მასპინძელი იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი გახლდათ. „მთავარი წამყვანი ხაზი იტალიური შემოქმედებაა, Made in Italy ეს არის ჩვენი ცხოვრების სტილის გამოხატულება, რომელშიც შერწყმულია სილამაზე და ეფექტურობა ტრადიცია და ინოვაცია. ეს არის ნამდვილი Festival italiano. მადლობას ვუხდი ამ ღონისძიების ორგანიზატორ ICE - უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობისა და ინტერნაციონალიზაციის სააგენტოსა და ჩვენს ყველა პარტნიორს. ეს გახლავთ ღონისძიება რომელიც ხაზს უსვამს იტალიის როლს მსოფლიოში: ამ ქვეყნის მამოძრავებელი ვექტორი ხომ მშვიდობა, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა, მდგრადი განვითარება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა. სწორედ ამიტომაცაა რომ იტალია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში დასახელდა გაეროს უშიშროების საბჭოს კანდიდატად", განაცხადა იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„იტალია, ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებით იქცა ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ და ლიდერ წევრ სახელმწიფოდ, რომელიც საქართველოსთვის მისაბაძი მაგალითია და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი პარტნიორიც. დღეს საქართველოს იტალიისთვის სამადლობელიც ბევრი აქვს და მასთან ერთად აღსანიშნავიც! თქვენ მხარს უჭერთ ჩვენს შიდა რეფორმებს და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ მისწრაფებებს. იტალია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. საქართველოსა და იტალიას, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, ბევრი რამ აქვთ საერთო. იტალიის მსგავსად, ქართული ცივილიზაციაც უძველესია და ჩვენც გვახასიათებს კულტურის, ხელოვნებისა და ტრადიციული სამზარეულოს სიყვარული. ისევე, როგორც იტალიას, საქართველოსაც გამოარჩევს ძირძველი და საქვეყნოდ ცნობილი მეღვინეობის ტრადიციები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოება დიდ სარგებელს მოიტანს; ხოლო, საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელება, იტალიელ ინვესტორებს, საქართველოში ინვესტირების კუთხით, დიდ შესაძლებლობებს მისცემს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის მერი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სხვადასხვა სფეროს ცნობილი სახეები.

ღონისძიების სხვა ფოტოები იხილეთ აქ

ფოტო გამოყენებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ფესიბუქის გვერდიდან

ფოტო გამოქვეყნდა გაზეთ მესენჯერში

საღამოს კურიერში

სტატია გამოცემა agenda.ge-ში

სტატია გამოცემა ინტერპრესნიუს-ში

გადაცემა იმედის დილა, 2 ივნისი 2016 წ

გადაცემა იმედის დილა, 3 ივნისი 2016 წ

დილის გადაცემა რუსთავი 2 - ზე, 2 ივნისი 2016 წ

იმედის ქრონიკაში

პალიტრა ტვ-ის საღამოს გადაცემაში

Music Box-ის საღამოს გადაცემაში

სტატია გამოცემა angel.ge-ში

გვიან შუადღეში

სტატია გამოცემა ინტერპრესნიუს-ში: თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა

სტატია გამოცემა ფორტუნა-ში

სტატია გამოცემა GHN-ში

სტატია გამოცემა EPN-ში

სტატია გამოცემა Geonews -ში

სტატია გამოცემა Newspress -ში


815