Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

გულმხურვალე სიტყვები. იტალიელი პოეტი რონდონი წინანდალში

თარიღი:

23/05/2016


გულმხურვალე სიტყვები. იტალიელი პოეტი რონდონი წინანდალში

ქართველი პოეტის, ქართული რომანტიზმის მამის, გენერალ ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი სახლი მეცხრამეტე საუკუნეში კულტურული საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოდან ინტელექტუალების თავშეყრის ადგილი გახლდათ. გუშინ, ამ მშვენიერ მზიან დღეს, წინანდლის რეზიდენციამ კვლავაც უმასპინძლა პოეტებს სხვადასხვა ქვეყნიდან (ისრაელიდან, თურქეთიდან, საქართველოსა და რუსეთიდან), მათ შორის, იტალიელ პოეტსა და მწერალს დავიდე რონდონის (http://www.daviderondoni.altervista.org/). მან იტალიურ ენაზე წაიკითხა საკუთარი ლექსები, რომლებიც ქართულად არაჩვეულებრივად არის ნათარგმნი. პოეზიის საღამოს დაესწრო იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი, რომელიც მიესალმა ამ ღონისძიების ინიციატორსა და სულისჩამდგმელს, ქართველ პოეტს დავით მაღრაძეს, რომელიც ქართულ კულტურას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, იტალიაში - ქვეყანაში, რომელიც დათოს ძალიან უყვარს და ეს ქვეყანაც მას სიყვარულით პასუხობს.

მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, აგრეთვე, კომპანია „სილქნეტს".

 

rondoni


810