Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

თარიღი:

24/05/2016


საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საქართველოს ყურადღების ცენტრში მოაქცევს. საქმე ეხება კვლევითი ინსტიტუტის შექმნას, რომელიც აღზრდის მეცნიერების ახალ თაობას, მოიზიდავს მთელი მსოფლიოდან მკვლევარებსა და პაციენტებს და გააღრმავებს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან. „მათ შორის, იტალიასთან. შემთხვევითი არ არის, ჩვენი მეცნიერები მრავლად არიან წარმოდგენილნი ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში", - აღნიშნავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი. საქართველოს ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტი მჭიდროდ ითანამშრომლებს იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (INFN) და პავიის ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრთან (CNAO), რომლებიც ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის ძირითად პარტნიორებად მოიაზრებიან.

 

img 6435


ადგილი:

Tbilisi

812