Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი

თარიღი:

09/03/2016


ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი

2016 წ. 09-18 მარტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების მხარდაჭერით თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, ქუთაისსა და მესტიაში ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი ჩატარდება. 
წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 17 ფილმი, რომელიც ევროპული კინოს 72-წლიან ისტორიას ასახავს.
სპეციალურად შერჩეული ფილმების საერთო თემაა "გარდამტეხი მომენტები" და ისინი პირად, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში, 11 მარტს, 17.00 საათზე კინოთეატრ „ამირანში" წარმოდგენილი იქნება იტალიური კინოფილმი „ ბედნიერების სკამი", რეჟისორი კარლო მაძაკურატი (2013 წ.). ფესტივალის ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული სუბტიტრებით. ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. 
კინოსეანსების დეტალური განრიგი და ფილმების ანოტაციები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე www.eufilm.ge


ადგილი:

Tbilisi

791