Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სპექტაკლი „ Chiaroscuro” (შუქჩრდილები) - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს ტილოების გაცოცხლება

თარიღი:

03/03/2016


სპექტაკლი „ Chiaroscuro” (შუქჩრდილები) - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს ტილოების გაცოცხლება

7 მარტს, იტალიის საელჩო საქართველოში მიხეილ თუმანშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე წარმოგიდგენთ ქ.ნეაპოლის ცნობილი თეატრალური დასის, Teatri 35 - ს სპექტაკლს “Chiaroscuro” ( „შუქჩრდილები“), რომლის განმავლობაშიც გაცოცხლდება დიდი იტალიელი ფერმწერის, მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს 18 ყველაზე ცნობილი ტილო.
წარმოდგენა გაიმართება მისთვის სპეციალურად შერჩეული იტალიური ბაროკოს პერიოდის მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით, რომლებსაც შეასრულებს თბილისის სახელმწიფო ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“.
ეს სპექტაკლი იტალიური თეატრალური დასის ათწლიანი მუშაობის და მხატვრული ძიებების შედეგია, რომლითაც იგი პირველად წარსდგება თბილისელი მაყურებლის წინაშე და შესთავაზებს წარმოდგენას, რომელიც, მუსიკისა და ტექსტის, ჟესტებისა და წარმოსახვის შერწყმით, შესაძლებელს გახდის ხელოვნების, სივრცისა და მხატვრობის ახლებურ აღქმას. მაყურებელი თითქოსდა ხელით „შეეხება“ მხატვრის ფერწერულ ტილოებს.
სპექტკლი იმართება იტალიის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, ნეაპოლის მუნიციპალიტეტისა და ევროპის საბჭოს პატრონაჟით.
სპეკტაკლის ბროშურის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ.

 

per grazia ricevuta 12 foto g.pappalardo


ადგილი:

თბილისი

ავტორი:

კულტურის განყოფილება

789