Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი საღამო. არაჩვეულებრივი კონცერტი და მეგობრობის შესანიშნავი ჟესტი

თარიღი:

12/02/2016


გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი საღამო. არაჩვეულებრივი კონცერტი და მეგობრობის შესანიშნავი ჟესტი

დიდი ქართველი კომპოზიტორის მუსიკისადმი მიძღვნილი კონცერტი - მეგობრობის შესანიშნავი ჟესტი. იტალიის საელჩომ საქართველოში, 9 თებერვალს, 19 საათზე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში (თბილისი, გრიბოედოვის ქ.8), გამართა თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის - გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილ კონცერტი. მაესტროს დაუვიწყარი მუსიკა შეასრულა იტალიელმა პიანისტმა ალესანდრო სტელამ, რომელიც წარსდგა კინოსა და თეატრისათვის დაწერილი ნაწარმოებების თემებზე შექმნილი „მინიატურებით ფორტეპიანოსთვის", ამ საღამოსთვის სპეციალურად მომზადებული ვიდეომასალის თანხლებით.
მაესტრო ყანჩელმა, რომელიც კონცერტს ესწრებოდა, ნინო სურგულაძისთვის შექმნა ახალი სიმღერები, რომელიც იტალიაში პოპულარულმა მეცო-სოპრანომ პირველად შეასრულა. და ბოლოს, "ახალი ქართული სიმებიანი კვარტეტის" შესრულებით გაჟღერდა დიდი ქართველი თანამედროვე კომპოზიტორის კიდევ ერთი შესანიშნავი ნაწარმოები „Chiaroscuro". ისმოდა ხანგრძლივი აპლოდისმენტები, კონცერტს ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშივილი პირველი ლედის თანხლებით.

ინტერვიუ პიანისტ ალესანდრო სტელასთან (Sequenza 21/)

ინტერვიუ პიანისტ ალესანდრო სტელასთან (GothicNetwork.org)

მუსიკალური კომპოზიცია 1

მუსიკალური კომპოზიცია 2


785