Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 2016

თარიღი:

26/01/2016


ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 2016

დღეს, 27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო საქართველოში საერთაშორისო ფონდ "ლეა"-სთან ერთად საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში იტალიელი კინორეჟისორის კარლო ლიცანის ფილმის" სასტუმრო მეინას" კინოჩვენებას აწყობს.
იმის დასტურად, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იტალია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, და მის დევიზს „ გვახსოვდეს წარსულის დანაშაულები მომავალში მათი თავიდან ასაცილებლად“, ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვეულები არიან საქართველოში მცხოვრები ებრაული თემის წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები იტალიის მოქალაქეები და იტალიური სკოლა "ცისკრის" მოსწავლეები.


ადგილი:

თბილისი

781