Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიელი მუსიკოსის მონაწილეობა თბილისის ბაროკო  ფესტივალში

თარიღი:

09/11/2015


იტალიელი მუსიკოსის მონაწილეობა თბილისის ბაროკო  ფესტივალში
ამიერკავკასიის მასშტაბით  ბაროკოს მუსიკის პირველი  ფესტივალი, რომელიც რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ამა წლის 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე ჩატარდება. მასში სხვა ვირტუოზებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ცნობილი იტალიელი ფაგოტისტი სერჯო აძოლინი, რომელიც 2012 წლის ყოველწლიური მსოფლიო დისკოგრაფიული რევიუს  საუკეთესო ფაგოტისტის პრესტიჟული პრემიის მფლობელია. სერჯო აძოლინი თბილისში ორი კონცერტით წარსდგება 3 და 6 დეკემბერს. ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ: http://tbf.ge/

766