Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია შიდა ქართლში

თარიღი:

15/06/2015


ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია შიდა ქართლში
2015 წლის 18 ივნისიდან 4აგვისტომდე შიდა ქართლში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის ერთობლივი არქოლოიური   მისიის ფარგლებში ჩატარდება ყოველწლიური ექსპედიცია, რომელსაც პროფესორი ელენა როვა და პროფესორი იულონ გაგოშიძე ხელძღვანელობენ. მისია 2009 წლიდან არის გახსნილი, 2013 წლიდან კი არქეოლოგიური სამუშაოები ქარელის რაიონში, „არადეთის ორგორა“/,,დედოფლის გორა“-ზე მიმდინარეობს. არქოლოგიური გათხრების კომპლექსს მდინარე ფცის და მტკვრის შესართავთან სტრატეგიული ადგილმდებარეობა უჭირავს და   14 მეტრიან  მრავალფენიან, პრაქტიკულად ჯერ შეუსწავლელ ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ძვ. წ.ძვ.წ. IV ათასწლეულის - ახ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.   ბორცვის თავზე  ელენისტურ-რომაული ეპოქის სამეფო სასახლის ნაშთებია  განლაგებული. არქოელოგიური ექსპედიციაში მონაწილეობას მიიღებს     მკვევართა 20 კაციანი ჯგუფი,  არქეოლოგების, სხვადასხვა ექსპერტების   (გეოარქეოლოგების,პალეობოტანიკოსების,პალეოზოოლოგების,ანთროპოლოგების, ფიზიკოსების, რესტავრატორების, რადიომეტრიული დათარიღების ექსპერტების) და იტალიელი და ქართველი არქეოლოგიური ფაკუტეტების სტუდენტების  შემადგენლობით. წელს გაგრძელდება როგორც ელენისტური ეპოქის სასახლის აღმოსავლეთი ფრთის შესწავლა, ასევე 2013 წელს დაწყებული ორი ნაწილის სიღრმისეული გათხრები, რომლებშიც აღმოჩენილ იქნა ძვ. წ.ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხნის და IV ათასწლეულის დასასრულის დონეები, და ასევე ინტერდისციპლინარული გარემოს პალეოლოგიური შესწავლის პროგრამა, რომლის მიზანი არქოლოგიური კომპლექსის შენარჩუნების შესაძლებლობის შეფასება და სათანადოდ წარმოჩენა იქნება.

733