Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური კულტურული და სამეცნიერო ექსპედიციის “Progetto Mediterranea”-ს ქართული ეტაპი

თარიღი:

26/06/2015


იტალიური კულტურული და სამეცნიერო ექსპედიციის “Progetto Mediterranea”-ს ქართული ეტაპი
19 ივნისს დასრულდა ექსპედიცია “Progetto Mediterranea”-ს ქართული ეტაპი. ექსპედიცია, რომელმაც გეზი 2014 წლის 17 მაისს სან ბენედეტო დელ ტრონტოდან აიღო, ჩართულია ხუთწლიან კულტურულ და სამეცნიერო პროექტში, რომელიც მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების და წითელი ზღვის ჩრდილოეთის 29 ქვეყანას. საქართველოში იტალიის საელჩოს დახმარებით, პროექტში მონაწილეთა ჯგუფი ქ. თბილისში შეხვდა ქართველ ინტელექტუალებსა და ხელოვანებს.
მწერალმა და პროექტის იდეის ავტორმა სიმონე პეროტიმ ინტერვიუ ჩაწერა მწერალ დავით ტურაშვილთან, ანთროპოლოგ და არქეოლოგ დავით ლორთქიფანიძესთან, ფილოსოფოს და გერმანისტ ლაშა ბაქრაძესთან და  ენათმეცნიერ ნანა ლომიასთან.
პროექტი, რომელიც ხორციელდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მხარდაჭერითა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პატრონაჟით, სარგებლობს დიდი აღიარებით და მხარდაჭერით, მათ შორის, ასტროფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის პატრონაჟით, გემზე განხორციელებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისათვის.

739