ენრიკო ვალვო
იტალიის ელჩი საქართველოში 2019 წლის 19 დეკემბრიდან.
2016 წლის სექტემბრიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების გენერალური დეპარტამენტის V სამმართველოს ხელმძღვანელად, რომელიც პასუხისმგებელია განიარაღებასთან, შეიარაღების კონტროლსა და გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით იტალიის პოზიციის კოორდინირებაზე.
2012-2016 წლებში მუშაობდა ეკონომიკურ-კომერციული განყოფილების უფროსად იტალიის საელჩოში ქ. ბერლინში, ქვეყანაში, რომელსაც იტალიასთან უმსხვილესი სავაჭრო ბრუნვა აკავშირებს. 2008-2012 წლებში მუშაობდა იტალიის საელჩოში ქ. მოსკოვში, ჯერ პოლიტიკურ საკითხთა განყოფილებაში, შემდეგ კი პრესმდივნად.
2005-2008 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პოლიტიკური საკითხებისა და ადამიანის უფლებების გენერალური დეპარტამენტის გლობალურ საფრთხეთა (ნარკოტიკთან, ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხთა) სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილედ.
2000-2003 წლებში მუშაობდა თურქეთში: 2003-2005 წლებში - ქ. ანკარაში იტალიის საელჩოს პოლიტიკურ საქმეთა განყოფილებაში, 2000-2003 წლებში - იტალიის კონსულად ქ. იზმირში.
დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1997 წელს. 1998-2000 წლებში მუშაობდა პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დეპარტამენტის II სამმართველოში, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, კურირებდა ურთიერთობებს ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთთან.
1996-1997 წლებში ეწეოდა პროფესიულ ჟურნალისტურ მოღვაწეობას. დაამთავრა მილანის უნივერსიტეტი პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალობით. სამხედრო სამსახური გაიარა ცხენოსანი არტილერიის საჯარისო შენაერთში.