ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სწავლა ინგლისურ ენაზე

გინდათ, იტალიაში ისწავლოთ, მაგრამ იტალიური ენა არ იცით? ეს ძალიან ადვილია – იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ინგლისურ ენაზეც შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების ან სპეციალიზაციის მსურველი უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც იტალიურ ენას არ ფლობენ, იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს ვებ-პორტალზე Universitaly ხელმისაწვდომია ინფორმაცია ინგლისურენოვანი კურსების შესახებ.
საბაკალავრო და სამაგისტრო კურსდამთავრებულებისათვის მასტერის და სადოქტორო პროგრამების, ასევე, ზამთრისა და საზაფხულო სკოლების შესახებ დეტალური კვლევის ნახვა შესაძლებელია იტალიური უნივერსიტეტების რექტორების კონფერენციის (CRUI) ვებგვერდზე. აღნიშნული კვლევა, რომელიც მომზადდა CRUI-სთან ასოცირებული 80 უნივერსიტეტის მიერ, მოიცავს სრულ ინფორმაციას 2016-2017 წლისათვის სწავლის შესაძლებლობების (კერძოდ, 60 უმაღლეს სასწავლებელში ორგანიზებული 682 კურსის) შესახებ.
გარდა ამისა, CRUI-ს ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ინგლისურნოვანი კურსების შესახებ:

 

პროექტი “გლობალური განათლება და საერთაშორისო უმაღლესი განათლება იტალიის ისტორიული დასახლებებისა და კულტურისა და ხელოვნების ქალაქების შესწავლის სფეროში”

იტალიის სხვადასხვა უნივერსიტეტი გთავაზობთ ახალ ინგლისურენოვან კურსებს, რომლებიც მდგრადი განვითარების დარგში კვლევათა საუნივერსიტეტო ცენტრის (CIRPS)International Education Partners-ისა (IEP) და ეროვნულ ასოციაცია “Borghi più belli d’Italia”-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში (“გლობალური განათლება და საერთაშორისო უმაღლესი განათლება იტალიის ისტორიული დასახლებებისა და კულტურისა და ხელოვნების ქალაქების შესწავლის სფეროში”) ტარდება.
კურსების ჩამონათვალის სანახავად დააჭირეთ აქ.
კატალოგის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ.

 

არქივი