ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

21-ე საუკუნის მუზეუმები. სემინარი სერიიდან “ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება”

იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან და ქართულ ინსტიტუციებთან (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან) თანამშრომლობით მართავს სემინარს თემაზე “21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა”. სემინარი ჩატარდება ორშაბათს, 28 იანვარს (დასაწყისი: 10:00სთ, რეგისტრაცია: 9:30სთ) საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიუმში (ფურცელაძის ქ. 1).

თხრობა, ემოციების აღძვრა, ინფორმაციის გადაცემა, განათლება, პროცესებში ჩართვა. მუზეუმს უამრავი ფუნქცია აკისრია და კონსერვაცია (რომელიც უდავოდ მნიშვნელოვანია!) მისი ერთადერთი ფუნქცია არ არის. ეს რევოლუციური გადატრიალებაა და აქაც, ისევე, როგორც ტრადიციული ტელევიზიიდან სოციალურ მედიაზე გადასვლის შემთხვევაში (ჩვენ ამ პროცესის მომსწრენი გავხდით), მნახველი თანამონაწილედ იქცევა. მუზეუმი მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების საცავი აღარ არის, ის ისტორიების და პერსონაჟების შემქმნელია. ეს გახლავთ კომპლექსური ეკოსისტემა, რომელიც უამრავი ფაქტორის, არქიტექტურის, ტექნოლოგიის, მეცნიერების, კომუნიკაციის შერწყმისა და ურთიერთქმედების შედეგია. ჩვენ ვეცდებით, ყველა ეს კომპონენტი წარმოგიდგინოთ“, – განმართავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

4 goppion 1

სემინარის მონაწილენი:

Goppion“,რომელიც 1952 წელს დაფუძნდა, როგორც მინის მწარმოებელი პატარა სახელოსნო, დღეს საერთაშორისო დონეზე წამყვანი კომპანიაა, რომელიც უბრალო ვიტრინებს კი არა, მოწინავე ტექნოლოგიებით შექმნილ დახვეწილ მექანიზმებს აწარმოებს. ეს მექანიზმები კონსერვაციის საუკეთესო პირობებს უზრუნველყოფს და ხელოვნების ნიმუშებს სინოტივისა და ტემპერატურის ცვლილებებისგან იცავს. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა საექსპოზიციო ვიტრინები ლუვრისთვის, ბრიტანეთის მუზეუმისა და ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმისთვის. კომპანიის საქმიანობას დეტალურად დავიდ დესმეტი გაგვაცნობს.

1 goppion 5

მუზეუმის მოწყობის საკითხებზე მუშაობს არქიტექტორი მარკო მანი, რომელიც სივრცეთა დაგეგმარება-დიზაინის ახლებური ხედვით გამორჩეულ არქიტექტურულ ბიუროს “Guicciardini & Magni Architetti” წარმოადგენს. ბიუროს უამრავი სამუზეუმო პროექტი, ექსპოზიცია და მულტიმედიური ინსტალაცია აქვს განხორციელებული, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ოსლოს ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ეროვნულ მუზეუმში, სტამბულის თექფურის სასახლეში და ფლორენციის კათედრალის მუზეუმში.

2 guicciardini 1

სემინარში მონაწილებას იღებს ტურინის ეგვიპტური მუზეუმის ახალი სამეფოს კოლექციის კურატორი ენრიკო ფერარი. ქ. ტურინში 1824 წელს დაფუძნებული მუზეუმი ეგვიპტოლოგიის დარგში სიდიდითა და მნიშვნელობით მსოფლიოში მეორე მუზეუმია ეგვიპტეს ფარგლებს გარეთ. 2004 წლიდან სახელმწიფოს კუთვნილი კოლექციების მართვა გადაეცა არაკომერციულ ფონდს „ტურინის ეგვიპტურ სიძველეთა მუზეუმს”, რაც გახლდათ კერძო სექტორის მონაწილეობით მუზეუმის მართვის პირველი შემთხვევა იტალიაში. 2015 წლის 1 აპრილს ეგვიპტური მუზეუმი დამთვალიერებლის წინაშე განახლებული სახით წარსდგა – 50 მილიონის ღირებულების მქონე პროექტის ფარგლებში ხუთწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ გაიხსნა მე-17 საუკუნის შენობა, სადაც მუზეუმი დაფუძნების დღიდან მდებარეობს. მუზეუმის საგამოფენო სივრცე ითვლის 5 სართულზე განლაგებულ 15 დარბაზს, სადაც განთავსებულია 3500-ზე მეტი ექსპონატისგან შემდგარი მუდმივი გამოფენა. განახლებული მუზეუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც ზრუნვა ეგვიპტური ხელოვნების უძველეს ნიმუშებზე თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით ხორციელდება.

3 museo egizio 1

სემინარს დაასრულებს იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ტექნოლოგიათა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ალფონსინა პაგანოს მოხსენება. კვლევების ეროვნული საბჭო იტალიის უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი დაწესებულებაა, ცოდნის უნიკალური საცავი, რომელიც ყველა სამეცნიერო-კვლევით სფეროს მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ლაბორატორიის საქმიანობა მიმართულია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისაკენ არქეოლოგიასა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. ლაბორატორია მუშაობს პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია გეოინფორმაციული სისტემების კვლევასა და დანერგვასთან, ლანდშაფტის, არქეოლოგიური ძეგლებისა და არტეფაქტების ვირტუალურ რეკონსტრუქციასთან, რომლის მიზანია ისტორიული პროცესების ასახვა იმერსიულ გარემოში ინტერაქციის მეშვეობით.

 

5 guicciardini 2

ეს ღონისძიება რიგით მეორე სემინარია იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული სერიიდან “ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება” და მისი მიზანია წარსულიდან მიღებული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იტალიური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. პირველი სემინარი “ციფრული სთორითელინგის” თემაზე გასული წლის სექტემბერში ჩატარდა, მესამე სემინარი კი 8 თებერვალს გაიმართება და “ჭკვიანი ქალაქის” კონცეფციას მიეძღვნება.

დეტალური ინფორმაცია:

პროგრამა

პრეზენტაციების ვიდეო:

Goppion S.p.A.
Guicciardini & Magni
CNR-ITABC

I სემინარი (26.09.2019) “იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება”

სტატიები და სიუჟეტები:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი – სტატია, 25.01.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – პრესრელიზი, 28.01.2019
საქართველოს პარლამენტი – პრესრელიზი, 28.01.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი, 28.01.2019
ტვ იმედი – სიუჟეტი, 28.01.2019
PIA – სტატია, 28.01.2019
The Messenger – სტატია, 31.01.2019