ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

პროგრამის “Stem Study visit to Italy” დასკვნითი ღონისძიება ქ. ნეაპოლში, რომელსაც საპატიო სტუმარი ეწვია

გუშინ ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკის “Apple Accademy“-ში ახალგაზრდა ქართველი ინოვატორებისთვის განკუთვნილი პროგრამა “STEM Study visit to Italy“-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროგრამა განხორციელდა იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდსა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და ციფრულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ღონისძიების სტუმრებს გააცნეს ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის სახელგანთქმულ ციფრულ აკადემია SPICI-ში ორი ქართველი ინოვატორის სასწავლო ვიზიტის შედეგები, რომელიც ფონდი Cotec-ისა და ასოციაცია “Materias”-ის მიერ გაცემული სტიპენდიის მეშვეობით განხორციელდა. ქართველმა ინოვატორებმა, დავით დანელიამ და მარიამ მაისურაძემ ისაუბრეს სასწავლო ვიზიტის განმავლობაში მიღებული პროფესიული და პირადი გამოცდილების, ასევე, კომპანიებისა და საჯარო ადმინისტრაციისთვის საჭირო ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში დაგროვებული ცოდნისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამებისა და სტარტაპების ხელშემწყობი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

ღონისძიებაში, რომელსაც “Sole 24 Ore”-ს ჟურნალისტი ვერა ვიოლა უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღო COTEC-ის პრეზიდენტმა პროფ. ლუიჯი ნიკოლაისმა, ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის რექტორმა მატეო ლორიტომ, ნეაპოლის უნივერსიტეტი “L’Orientale”-ს რექტორმა რობერტო ტოტოლიმ, საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ, სამეცნიერო კვლევების, ინოვაციებისა და სტარტაპების საკითხებში კამპანიის რეგიონის რწმუნებულმა ვალერია ფაშონემ, SPICI-ის პრეზიდენტმა ვინჩენცო ლიპარდიმ, “Apple Accademy”-ის ხელმძღვანელმა პროფ. ჯორჯო ვენტრემ და, ასევე, კამპანიის რეგიონის მთავარი ქალაქის ინოვაციების დარგში მომუშავე საჯარო თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნეაპოლის ტექნოჰაბს ეწვია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე – შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში, თბილისში იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღის აღნიშვნის ფარგლებში, საქართველოს იტალიის ინოვაციების ცენტრების დელეგაცია ეწვია.

ღონისძიების მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ საპატიო სტუმარს, საფეხბურთო კლუბი “ნაპოლის” ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობისა და იტალიაში ქართული ნიჭის დაფასების კიდევ ერთი მაგალითია.

გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ:

Spazio Napoli – სტატია, 19.12.2022
Corriere del Mezzogiorno – ვიდეო, 19.12.2022
Corriere del Mezzogiorno – სტატია, 19.12.2022
Il Mattino – სტატია, 19.12.2022
Metropolis – სტატია, 19.12.2022
Agenda.Ge – სტატია, 20.12.2022
Rainews – სიუჟეტი, 20.12.2022
Georgia Today – სტატია, 21.12.2022