ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ავეჯი იულიუს პოლიბიუსის სახლიდან

პომპეის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ მნახველს შესაძლებლობა აქვს, ახ.წ. I საუკუნის ძველი რომის პროვინციული ქალაქის საცხოვრებელ სახლში შევიდეს და სახლის შიდა სივრცე დაათვალიეროს. იულიუს პოლიბიუსის დიდი სახლი, რომელიც სამნიტური პერიოდის საცხოვრისის ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია, რომაული კოლონიის დაარსებამდე, ძვ.წ. III-II საუკუნეებში აშენდა. ფასადზე დატანებული იყო საარჩევნო წარწერები პატრონის ვინაობის მითითებით, რომელიც იმპერატორ ავგუსტუსის ოჯახის (gens Iulia) გათავისუფლებული მონის შთამომავალი გახლდათ. ახლად გამდიდრებულს, საკუთარი ქონებისა და დახვეწილობის ჩვენება უნდოდა ფუფუნების საგნების, ბრინჯაოს ნაკეთობების, ქანდაკებებისა და ძველებური ჭურჭლის მეშვეობით, ისეთ სახლში, სადაც “ანტიკური” დეკორაციები განზრახ იყო თვალსაჩინოდ დატოვებული. ავეჯი, რომელიც პატრონის სტატუსზე მიუთითებდა, იმ პოლიტიკური პროგრამის ნაწილს შეადგენდა, რომლის მეშვეობით პოლიბიუსი პომპეის ძველ მმართველ ფენაში დამკვიდრებას ფიქრობდა.

polibio sostegni per lucerne
სანათის სადგამი
იულიუს პოლიბიუსის სახლი, ტრიკლინიუმი
ბრინჯაო, ახ.წ. I საუკუნე

ტრიკლინიუმში აღმოჩენილია ბრინჯაოს ავეჯეულობა, რომლითაც სახლის სასადილო დარბაზი იყო გაწყობილი: ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სანათები, ტრიკლინიუმის ტახტები, რომლებზეც ვახშმად მოწვეული სტუმრები განისვენებდნენ. მსახურები კერძებს ღუმელში აცხელებდნენ და სუფრაზე ბრინჯაოს ან თიხის ჭურჭლით მიჰქონდათ. სუფრაზე წყლისა და ღვინის დოქებთან ერთად მინისა და კერამიკის სასმისებიც იდგა. სახლში სამზარეულოს ჭურჭლეულობაც აღმოჩნდა, რომლის გარე კედლებზე ნათლად ჩანს ცეცხლის კვალი. სახლის მოწყობილობა და ნივთები იმდროინდელი ყოფის ისტორიული და ეკონომიკური ასპექტების დანახვის შესაძლებლობას იძლევა.

polibio lucerna cane

ძაღლის ფორმის მქონე კედლის სანათი
იულიუს პოლიბიუსის სახლი, ტრიკლინიუმი
ბრინჯაო, ახ.წ. I საუკუნე