ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

INPS: უცხოეთში რეზიდენტი პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურების გადავადება

INPS (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) იტყობინება, რომ Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა აგვისტოს თვისთვის გადავადდეს პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურების მეორე ეტაპი, რომელიც 2020 წლის თებერვალში დაიწყო და 2020 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო.
ეს ეხება სამხრეთ, ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, შორეული აღმოსავლეთის, სკანდინავიის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მოსაზღვრე ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში) მცხოვრებ პენსიონერებს. მეორე ეტაპი შესაძლებელია განხორციელდეს 2020 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე. თუ დადასტურება არ განხორციელდა, 2021 წლის იანვრის თვის პენსიის გადახდა იწარმოებს ნაღდი ანგარიშსწორებით, რეზიდენტობის ქვეყანაში მოქმედ “Western Union”-ის სააგენტოში. იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი არ დაადასტურებს პენსიის პირადად მიღებასა და ცოცხლად ყოფნას, მას პენსიის გადახდა 2021 წლის თებერვლის თვიდან შეუჩერდება.
შეგახსენებთ, რომ ცოცხალად ყოფნის დადასტურების ფორმულარის სახლში მიღების შემდეგ, პენსიონერები უნდა გამოცხადდნენ იტალიის საელჩოში თბილისში, შემოწმების შესაბამისი პროცედურის გასავლელად. ამის შემდგომ, პენსიონერებს შეეძლებათ ჯეროვნად შევსებული, ხელმოწერილი და ასევე იტალიის საელჩოს მოხელის მიერ ხელმოწერილი მოწმობის დედნის გაგზავნა საფოსტო მისამართზე: “PO Box 4873 Worthing BN99 3BG, United Kingdom“.