ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ორშაბათს, 20 იანვარს იწყება “Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის” იტალიის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით

იტალიურ უნივერსიტეტებსა და ქართველ სტუდენტებს შორის პირდაპირი დიალოგით, შეხვედრებითა და პრეზენტაციებით სავსე ოთხი დღე: 20 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, განათლების საერთაშორისო ცენტრში (IEC) გაიმართება პროექტის “Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის” საინფორმაციო შეხვედრები იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

მიზანი: იტალიის უმაღლესი სასწავლებლების სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების, შემოთავაზებებისა და მოთხოვნების გაცნობა ქართველი სტუდენტებისთვის და კითხვა-პასუხის პირდაპირ რეჟიმში ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რათა სტუდენტისთვის იტალიაში სწავლის პროცესი უფრო ნაყოფიერი გახდეს.

მიზნობრივი ჯგუფი: ყველა, ვისაც სურს ისწავლოს იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც თავს იწონებს ევროპაში უძველესი უნივერსიტეტითა და განათლების სისტემით, რომელიც უამრავ პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ითვლის.

ინიციატივაში, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება, მონაწილეობას მიიღებენ 8 იტალიური უმაღლესი სასწავლებლის (ბოლონიის, მოდენა-რეჯო ემილიას, აკვილას, აღმოსავლეთ პიემონტეს, სიენის, სასარის, მილანის ბიკოკასა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტების) წარმომადგენლები, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში მიაწვდიან მსურველებს დეტალურ ინფორმაციას შესაბამისი სასწავლებლების სხვადასხვა პროგრამების, ამ პროგრამებზე ჩარიცხვის პირობების, გამოცდებისა თუ სწავლის შესახებ.

ღონისძიებას დაესწრებიან იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე.

პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.