ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

პრემია მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისთვის. განაცხადის წარდგენის ვადა: 2019 წლის 31 მაისი

იტალიის კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული საქმიანობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს: 10 (ათი) ფულადი პრემიით დაჯილდოვდება უცხო ენიდან იტალიურ ენაზე ან იტალიური ენიდან უცხო ენაზე ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანი, კერძოდ:

  • მხატვრული ლიტერატურა (პროზა და პოეზია);
  • ლიტერატურისა და ხელოვნების კრიტიკა, ესეისტიკა, სამეცნიერო ლიტერატურა;
  • კინო- და თეატრალური სცენარი.

აღნიშნული ნაწარმოები უნდა უკავშირდებოდეს იტალიას, მის ისტორიას, კულტურას, ხელოვნებასა და ლიტერატურას და ხელს უწყობდეს მათ პოპულარიზაციას უცხოეთში.

განიხილება და შეფასდება თარგმანები, რომლებიც გამოქვეყნებულია ამ კონკურსის გამოცხადების დღისთვის (მაგრამ არაუმეტეს ხუთი წლით ადრე აღნიშნულ თარიღამდე).

კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ცალკეულ მთარგმნელებს, იტალიურ თუ უცხოურ გამომცემლობებს, კინოსტუდიებსა და თეატრალურ სტუდიებს.

კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2019 წლის 31 მაისამდე შემდეგ მისამართზე: “Ministero per i beni e le attività culturali – Direzione Generale Biblioteche e Istituti culturali, Via Michele Mercati 4, 00197 Roma”.

დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ნაწარმოების ნაბეჭდ და ციფრულ ვერსიებს, წარდგენილი უნდა იყოს ერთად, კონკურსის პირობების თანახმად.

კონკურსის პირობებისა და შესაბამისი დანართების სანახავად დააჭირეთ აქ.

ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:
მიკელა კალისე: 06 67235069 – michela.calisse@beniculturali.it
დანიელა ლაურენტი: 06 67235079 – daniela.laurenti@beniculturali.it
პაოლა პულიზი: 06 67235082 – paola.puglisi@beniculturali.it
II სამმართველო: 06 67235002 – dg-bic.servizio2@beniculturali.it