ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

არქეოლოგიური მისიები

იტალიასა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი შესანიშნავი ფურცელია არქეოლოგიური მისიები, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ დააფინანსა. ვებგვერდის ამ სექციაში იხილავთ ოთხ არქეოლოგიურ მისიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ოთხიდან სამ შემთხვევაში თანამშრომლობის ეს მაგალითები წარმოადგენს იმ არაჩვეულებრივი ურთიერთობის დაგვირგვინებას, რაც ტრადიციულად არსებობს საელჩოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის, რომელსაც დავით ლორთქიფანიძე უდგას სათავეში.

 

 

დმანისი: აფრიკიდან ადამიანთა მიგრაციის კვალდაკვალ. დმანისში, რომელიც საქართველოსა და სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ფლორენციის უნივერსიტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო ჯგუფთან, რომელიც უკვე წლების მანძილზე მუშაობს ამ უაღრესად მნიშვნელოვან ადგილას. მათი მუშაობის შედეგად იცვლება ადამიანის ევოლუციის შედეგად არსებული უახლესი თეორიები. მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

 

სამცხე: უცნობი ნეკროპოლი მესხეთის მიწაზე. უძველესი კოლხეთის ამ განაპირა მხარეს, სამცხის რეგიონში, ერთობლივ არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ ფერარისა და თბილისის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფები. არაჩვეულებრივი პეიზაჟების ფონზე, ორი ქვეყნის არქეოლოგები მუშაობენ ვრცელი ნეკროპოლის გათხრებზე, რომელიც მზერისგან დაფარული ველის სიღრმეში მდებარეობს და მრავალრიცხოვანი სამარხისგან შედგება, რომელთა შორის უძველესი ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულს განეკუთვნება. მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

 

ნაცარგორა: მტკვარ-არაქსისა და ბედენის უძველესი კულტურების აღმოსაჩენად. ნაცარგორაში, შიდა ქართლის რეგიონში, 2009 წლიდან თანამშრომლობენ ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ეს ადგილი წარმოადგენს ღირებულ და უტყუარ მტკიცებულებას, რომელიც მტკვარ-არაქსისა და ბედენის კულტურებს უკავშირდება და რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III ათასწლეულებს განეკუთვნება. დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ: პროექტის ვებგვერდის სანახავად დააჭირეთ აქ: პროექტის ფეისბუქის გვერდის სანახავად დააჭირეთ აქ: პროექტის პრეზენტაციის სანახავად დააჭირეთ აქ.

 

ძალისა: ღვინის კულტურის აკვანი რომაულ ეპოქაში. თბილისიდან არცთუ შორს, ლაციოს რეგიონის კულტურულ ფასეულობათა ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, რომლის მიზანია ძალისას ვილის კონსერვაცია და შეფასება. ეს ნაგებობა წარმოადგენს კავკასიაში რომაელთა ყოფნის ნათელ მაგალითს. ვილის სიმბოლოა მოზაიკა, რომელიც გამოსახავს ბახუსსა და არიანას. ამ დასახლებისათვის დამახასიათებელი იყო ღვინის წარმოება, რასაც დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს – ამ რეგიონში დღესაც საუკეთესო ღვინოს აწარმოებენ. მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.